ხელშეკრულება ელექტრონული
მომსახურების გაწევის შესახებ

 

შპს „ნუსაჯი“ (ს/კ: 405364546) (შემდგომში სერვისის პროვაიდერი)(ბრენდული სახელწოდება „Nusagi“), ერთის მხრივ და მომხმარებელი მეორეს მხრივ, ცალ–ცალკე ხელშეკრულებაში მოხსენიებული, როგორც მხარე, ხოლო ერთად – მხარეები, ვთანხმდებით და ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში ხელშეკრულება) შემდეგზე:

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი 

1.1.   ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და ტარიფების შესაბამისად, სერვისის პროვაიდერი უზრუნველყოფს მომხმარებელისათვის აპლიკაციით მომსახურების გაწევას (შემდგომში – მომსახურება), ხოლო მომხმარებელი იღებს ვალდებულებას სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

 

 

 

 

მუხლი 2. მხარეთა უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

 

2.1.   სერვისის პროვაიდერი ვალდებულია:

2.1.1. მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი მომსახურება, ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე;

2.1.2. მიაწოდოს მომხმარებელს სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოთვლილი საკვების კალორაჟი.

2.1.3. კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2.1.4. დროულად შეატყობინოს მომხმარებელს მომსახურების ტარიფების ცვლილების შესახებ (შეტყობინება იქნება Push ნოტიფიკაციით აპლიკაციაში ან ელექტრონულ ფოსტაზე);

2.1.5. ყოველ გადახდამდე ასახოს მომხმარებლის პანელში, ზუსტი გადასახდელი თანხა.

2.1.6. სერვისის არასრულფასოვნად მიღების შემთხვევაში 12 საათის განმავლობაში დაეხმაროს მომხმარებელს პრობლემის გადაჭრაში (თუ ტექნიკურად შესაძლებელია)

 

2.2.   სერვისის პროვაიდერი უფლებამოსილია:

2.2.1. მოსთხოვოს მომხმარებელს მომსახურების საფასურის გადახდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;

2.2.2. შეცვალოს მომსახურების ტარიფები.

2.2.3. უარი უთხრას მომხმარებელს სერვისის გაწევაზე და გაუუქმოს კუთვნილი მომხმარებლის ანგარიში.

2.2.4. დაამუშაოს მომხმარებლის თანხმობით მიცემული პირადი ინფორმაცია და გადასცეს მესამე პირს, რომელიც უშუალოდ გაუწევს მომხმარებელს სერვისს.

2.2.5. შეუწყვიტოს მომსახურეობა გაფრთხილების გარეშე, თუ პროვაიდერს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა მომხმარებელის მხრიდან, არა სანქცირებული ან არაკანონიერი მოქმედებების შესახებ.

2.2.6. გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები.

 

2.3.   მომხმარებელი ვალდებულია: 

2.3.1. უზრუნველყოს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი  მომსახურების ფუნქციონალობას.

2.3.2. დაიცვას სერვისის პროვაიდერს    მიერ გამოყენებული ყველა ტექნიკური პროცედურა, რეკომენდაცია და მეთოდური მითითებები, რომლებსაც სერვისის პროვაიდერ წერილობით წარუდგენს მომხმარებელს;

2.3.3. ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

2.4.   მომხმარებელი უფლებამოსილია:

2.4.1. წარუდგინოს ოპერატორს პრეტენზიები წარდგენილ გადასახადებთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 3 დღის განმავლობაში.

2.4.2. ნებისმიერ დროს  შეწყვიტოს ხელშეკრულება, 

2.4.3. მოითხოვოს მისი პერსონალური ინფორმაციის წაშლა სერვისის ოპერატორის სერვერებიდან. 

მუხლი 3. ტარიფები და მომსახურების ლიმიტები

3.1.   მომსახურების ტარიფები და მომსახურების ლიმიტი განისაზღვრება სერვისის პროვაიდერს მიერ.

3.2.   მომხმარებელი ხელშეკრულებაზე ელქტრონული ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება მომსახურების პირობებს და ტარიფებს, რომლებიც მოცემულია მომხმარებლის აპლიკაციაში.

 

მუხლი 4. ანგარიშსწორება

4.1.   მომხმარებელი იხდის მომსახურების საფასურს წინასწარ შეკვეთის გაკეთების მომენტში. 

4.2.   მომხმარებელი ზუსტად ხედავს მის გადასახდელ თანხას, რომელიც მოცემულია ყველა ტრანზაქციამდე სპეციალურ გვერდზე აპლიკაციაში.

4.3.   ოპერატორთან მომხმარებელის ანგარიშსწორება ხორციელდება

ონლაინ საბარათე გადახდის მეთოდით.

 

მუხლი 5. მომსახურების შეზღუდვა

5.1.   მომხმარებელისათვის მომსახურების შეზღუდვა ხდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე.

5.2.   მომსახურების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) სავალდებულო დეპოზიტის დადგენის შემთხვევაში მომხმარებელის მიერ მისი გადაუხდელობა;
ბ) სერვისის პროვაიდერს აპლიკაციის დაზიანება ან დაზიანების მცდელობა;
გ) ყალბი ინფორმაციის წარდგენით მომხმარებელის მიერ მომსახურების მიღება;
დ) სერვისის პროვაიდერის სისტემაში უნებართვო შეღწევის ან ინფორმაციის შეცვლის მიზეზით 

 

მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები

6.1.   ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ელექტრონული ხელმოწერის/თანხმობის თანავე და მოქმედებს ხელმოწერიდან/თანხმობიდან ერთი წლის ვადით მის შეწყვეტამდე. ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იმავე ვადითა და პირობებით, თუ მომხმარებელი წერილობით არ შეატყობინებს ოპერატორს შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შეყწვეტამდე 1 (ერთი) კვირით ადრე.

6.2.   შეწყვეტა ხორციელდება კომპანიის ინიციატივით, თუ მომხმარებელი არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან/და მომხმარებელის ინიციატივით დადგენილი ვადის დაცვით. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისაგან.

6.3.   ხელშეკრულებაში ან/და მომსახურების წესში, ასევე ტარიფების ცვლილებები ხორციელდება კომპანიის მიერ ერთპიროვნულად და ცალმხრივად. ყველა ცვლილება მკაფიოდ იქნება ნაჩვენები მომხმარებლისაგან შესყიდვის გაკეთებამდე და მხოლოდ დასტურის შემდეგ მოხმედა მომხმარებლისაგან თანხის ჩამოჭრა.

 

მუხლი 7. ფორს–მაჟორი

7.1.   მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ნაწილობრივ ან მთლიანად შეუსრულებლობაზე, თუ ისინი გამოწვეულია ფორს–მაჟორული მოვლენის შედეგად ანუ ისეთი მოვლენა, რომელიც ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობაზე, გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია.

 

მუხლი 8. სადაო საკითხების გადაწყვეტა

8.1.   მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის წარმოქმნილი ყველა დავა (სადაო საკითხი) გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით, ხოლო თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 9. საერთო პირობები 

9.1.   მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ გაცნობილია და ეთანხმება კომპანიის მომსახურების წესებსა და პირობებს.

9.3.   წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.

9.4.   ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია როგორც პროვაიდერს ვებ საიტზე (www.nusagi.ge) ასევე აპლიკაციაში (Terms and Conditions-ს) გრაფაში