როგორ გვეხმარება წყალი წონის დაკლებაში

წყალს ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია: ის ჩვენი წონის 60 -70%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ ჩვენმა ორგანიზმმა თავისი ფუნქცია-მოვალეობები სათანადოდ და გამართულად შეასრულოს, H2O მას აუცილებლად ესაჭიროება. 





კვლევებმა აჩვენა, რომ რაც მეტ წყალს სვამს ადამიანი, მით უფრო უმარტივდება მას დასახული ამოცანების შესრულება, იქნება ეს ფიქრი, წერა თუ – ცხიმების დაწვა.


წყალი წონის კლებას სხვადასხვა გზით უწყობს ხელს: ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს მადას და ვარჯიშს უფრო ეფექტურს ხდის.


განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:


1. წყალი ბუნებრივად აქვეითებს მადას


ლოგიკურია, რომ შიმშილის გრძნობაზე ჩვენი პირველი ინსტინქტი ჭამაა. თუმცა ჩვენს ტვინს ერთი უცნაურობა ახასიათებს: ხანდახან, ის შიმშილის გრძობას წყურვილისაში ურევს და H2O-ს ნაკლებობა კალორიების ნაკლებობა ჰგონია. აქედან გამომდინარე, როცა ტვინი ჭამისკენ მოგვიწოდებს, აჯობებს, თუ მაშინვე არ დავუჯერებთ და პირველ რიგში წყალს დავლევთ. შედეგად, შეძლებთ, რომ არასაჭირო და ზედმეტი წახემსებები ამოიღოთ თქვენი რაციონიდან.


ასევე, როცა ბევრ წყალს ვსვამთ, უფრო მარტივია დანაყრებულად ვიგრძნოთ თავი, ვინაიდან ის ჩვენს სისტემაში მარტივად აღწევს და ტვინს მალევე გადასცემს ინფორმაციას, რომ კუჭი სავსეა.


2. წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს


2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებმა, რომლებიც ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე ორ ჭიქა წყალს სვამდნენ, წონაში დაიკლეს და სხეულის მასის ინდექსიც შეუმცირდათ. რა თქმა უნდა, მათ დიეტაში სხვა არცერთი ცვლილება არ შეუტანიათ, გარდა წყლისა.


ეს იმით აიხსნება, რომ წყალი თერმოგენეზს (სითბოს გამომუშავება მეტაბოლური პროცესების მეშვეობით) უწყობს ხელს. მიღებულ წყალს ჩვენი ორგანიზმი სხეულის ტემპერატურამდე ათბობს, ენერგიას ხარჯავს და მეტაბოლიზმსაც აჩქარებს. მაგალითად, 22°C ტემპერატურის 2 ჭიქა წყალი ნივთიერებათა ცვლის დონეს დაახლოებით 30%-ით ზრდის.


3. წყლის სმის შედეგად, ნაკლებ თხევად კალორიას ვიღებთ


ვინაიდან და რადგანაც წყალი უკალორიო სასმელია, მისი დალევა წვენის თუ გაზიანი სასმელების ნაცვლად, თხევადი სახით მიღებული კალორიების რიცხვს შეგვიმცირებს. 


ძალიან საინტერესოა, რომ დიეტურ სასმელებსაც 0 კალორია აქვს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ისინი წონის კლებას აფერხებდეს. 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებმაც დიეტური სასმელები წყლით ჩაანაცვლეს, უფრო გაუმარტივდათ წონაში დაკლება. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა წონის კლება წყლით კი არა, ნაკლები კალორიის მიღებით იყო გამოწვეული.



4. წყალი უფრო ეფექტურს ხდის ვარჯიშს


ვარჯიშის დროს ორგანიზმისთვის წყალი აუცილებელია: ის არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და უზრუნველყოფს ელექტროლიტების (მინერალები, მათ შორის ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი) დაშლა-განაწილების საკითხს. ელექტროლიტების დისბალანსმა კი შესაძლოა კუნთების სპაზმები გამოიწვიოს.


როცა საკმარისი წყალი არ გვაქვს მიღებული, სპაზმების გარდა, შესაძლოა დაღლილობამ და თავბრუსხვევამ შეგვაწუხოს, მით უმეტეს, რომ ვარჯიშის დროს სითხის რაღაც ნაწილს ვკარგავთ ოფლის სახით.


---


დღის განმავლობაში, როცა უამრავი სხვადასხვა აქტივობით ვართ დაკავებული, რთულია, დავთვალოთ, მივიღეთ თუ არა წყალი საკმარისი რაოდენობით. სწორედ ამ დროს კარგი გამოსავალი აპლიკაცია NuSaGi-ა, სადაც მიღებული საკვების მართვასთან ერთად, წყლის მართვასაც შევძლებთ. იქ მარტივად მივუთითებთ, რა რაოდენობის წყალი დავლიეთ დღის სხვადასხვა მონაკვეთში და შევძლებთ ვნახოთ, მივაღწიეთ თუ არა გეგმას.






35 views