მეცნიერულად დამტკიცებული წონის კლების მთავარი პრინციპი

Updated: Sep 11



დიეტოლოგები ხშირად ამბობენ, რომ თუ დღის განმავლობაში იმაზე მეტ კალორიას დავხარჯავთ, ვიდრე მივიღებთ, წონაში დავიკლებთ, ხოლო თუ დახარჯულზე მეტს მივიღებთ – მოვიმატებთ.


ამ მარტივ იდეას შემოკლებით CICO (Calories In, Calories Out) ეწოდება და კვების სპეციალისტების აზრით, ის მთავარი პრინციპია წონის სამართავად.





დიეტოლოგებს შორის, CICO-ს მუშაობა-არმუშაობის საკითხი საკამათო თემას არ წარმოადგენს. უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს მეთოდი ნამდვილად ეფექტური და უსაფრთხოა, როდესაც ადამიანი ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს და მხოლოდ კალორიების დათვლის იმედად არაა.


ეს მეთოდოლოგია ეყრდნობა თერმოდინამიკის პირველ კანონს, რომელიც გვეუბნება რომ ნებისმიერი ფიზიკური ურთიერთქმედების დროს, ენერგია არ იქმნება და არ იკარგება, არამედ გადადის ერთი სხეულიდან მეორეზე ან გარდაიქმნება ერთი ფორმიდან მეორეში.



ამ პოსტში გვინდა ავხსნათ, რატომ ვერ დაიკლო ზოგიერთმა ადამიანმა, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული და დახარჯული კალორიები თითქოს ზუსტად დათვალეს.







კალორიების გამოსათვლელად არასწორ ხელსაწყოს ვიყენებთ


კალორიების თვლა, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს წონის დაკლების პროცესში. თუმცა, მათ დასათვლელად ხშირად არასწორ ხელსაწყოს ვიყენებთ.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გვიჭირს კალორიების ზუსტად დათვლა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის ნაკლებობა. აპლიკაციაში, სადაც მიღებული კალორიები ხელით შეგვყავს, შეიძლება არცოდნის გამო არასწორი რიცხვები მივუთითოთ და, მაგალითად, სამი ნაჭერი ხაჭაპური 500 კალორიად ჩავითვალოთ, როცა ის რეალურად 1200-ზე მეტ კალორიას შეიცავდა.





მეორე ტიპის აპლიკაციები, სადაც კალორიების მაგივრად კერძის დასახელებას ვუთითებთ, ცნობილია, რომ 20-30%-ით არის აცდენილი რეალურ რიცხვებს. ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დარგში ყველაზე პოპულარული აპები – Lose It!, MyFitnessPal, FatSecret და Samsung Health – საკვები ნივთიერებების გამოსათვლელად უმეტესად მომხმარებლის მიერ შეყვანილ მონაცემებს იყენებს და, შესაბამისად, ხშირია უზუსტობაც. მაგალითად, თუ აპლიკაციას ჯამში 10 მომხმარებელი ჰყავს და მათგან 8-მ მიუთითა, რომ შემწვარ კარტოფილს 500 კალორია აქვს, ყველა მომხმარებელი ამ რიცხვს დაინახავს. სინამდვილეში, რა საკვირველია, შეიძლება თქვენ მიერ მომზადებულ კარტოფილს 500-ზე ბევრად მეტი ან ნაკლები კალორია ჰქონდეს.


მაჩვენებელი კიდევ უფრო მცდარია მაშინ, როცა საუბარი რესტორნებზე გვაქვს. ამ დროს ადამიანები საკვების კალორიულობას თავიანთი ვარაუდით წერენ და არ ითვალისწინებენ, რომ ერთი და იგივე კერძი ორ რესტორანში სხვადასხვანაირად მზადდება. მათი შემადგენლობა და ინგრედიენტების წილი მთლიან საჭმელში შეიძლება რადიკალურად განსხვავებული იყოს, რაც კალორიულობის კუთხითაც უზარმაზარ სხვაობას მოგვცემს.

როგორ დავთვალოთ კალორიები სწორად

ენერგეტიკულ ღირებულებაზე ყველაზე დიდი ინფორმაცია რესტორნებს აქვთ: მათ ყველაზე კარგად იციან, პიცაში, რომელსაც თავად ამზადებენ, 1000 კალორიაა თუ – 1500. შესაბამისად, ჩვენც ეს წყარო უნდა გამოვიყენოთ მეტი სანდოობისთვის. სწორედ ეს იდეა დევს NUSAGI-ს აპლიკაციაში.


ჩვენ რესტორნებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც ზუსტ ინფორმაციას გვაწვდიან თავიანთი კერძების შესახებ.


ეს უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, მომხმარებლებს კალორიების გამოთვლის ყველაზე სანდო გზა შევთავაზოთ. ამისთვის, ყველა კერძის შემადგენლობას, ინგრედიენტებსა და მათ პროპორციას ვითვალისწინებთ და შეგვიძლია გითხრათ, კონკრეტულ რესტორანში რამდენი კალორია ექნება, მაგალითად, მარგარიტას, თქვენ კი შეძლებთ უფრო მარტივად მიაღწიოთ სასურველ წონას ისე, რომ თქვენს საყვარელ კერძებზე უარი არ თქვათ.