ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავიკლებ წონაში, თუ ყველაფრის ჭამა შემიძლია?


აპლიკაცია დაფუძნებულია CICO (Calories In Calories Out) პრინციპზე და კონკრეტულ ვადაში ოპტიმალური კლების გამოთვლაზე. მაგალითად: თუ თქვენ მიიღებთ იმაზე ნაკლებ კალორიას ვიდრე ხარჯავთ დღის განმვალობაში, თქვენი ორგანიზმი ამ ენერგიას არსებული მარაგებიდან გამოიმუშავებს, რომელიც შემდგომ წონის კლებაში აისახება.




როგორ შეიძლება შევცვალო ჩემი მიზანი?


შედით profile-ში დააჭირეთ ღილაკს My preferences - შეცვალეთ კვირის განმავლობაში დასაკლები წონის რაოდენობა - თუ თქვენი სურვილი არის დიეტის ახლიდან დაწყება, დააჭირეთ Reset progress-ს და ახლიდან მიუთითეთ სასურველი წონა




როგორ მოვძებნო საკვები კალორიის მიხედვით?


რესტორნების გვერდზე მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ფილტრის ღილაკს, აირჩიეთ სასურველი კალორიების რაოდენობა და სხვა ფილტრები.




რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გადავაჭარბე კალორიების დღიურ ნორმას?


თუ თქვენ გადააჭარბეთ კალორიების დღიურ ნორმას 100 კალორიით ან მეტით, მაშინ ამოქმედდება ჩვენი ალგორითმი, გადაჭარბებული კალორიების ჯამი გადანაწილდება მომდევნო დღეებზე , ისე რომ არ შეჩერდეს კლება და არ მიიღოს თქვენმა ორგანიზმმა სტრესი




როგორ მოვიქცე, თუ ვჭამე ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის აპლიკაციაში?


გააგრძელეთ დიეტა და აწონვის დღეს (კვირაში ერთხელ), ჩვენი ალგორითმი თვითონ გააკეთებს საჭირო გადათვლებს, რომ თქვენ მოახერხოთ დათქმული დროისთვის სასურველი წონის მიღწევა




ალკოჰოლი რომ მივიღო მაინც დავიკლებ წონაში?


დიახ, ალკოჰოლიც ისევე გამოყოფს კალორიებს როგორც სხვა საკვები, მაგრამ, ალკოჰოლის კალორიებს ხშირად გამოუსადეგარ კალორიებს ეძახიან, რადგან ისინი არ შეიცავენ სასარგებლო ნუტრიენტებს, სწორედ ამიტომ თქვენ შეძლებთ დაიკლოთ წონა, მაგრამ გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღებით, შესაძლოა ზიანი მიაყენოთ თქვენს ორგანიზმს.




როგორ შევუკვეთო საჭმელი რესტორანში?


აპლიკაციაში შეამოწმეთ რომელი რესტორანია Nusagi-ის პარტნიორი და მიბრძანდით სასურველში - დაასკანერეთ თქვენს მაგიდაზე არსებული QR კოდი - აპლიკაციაში გახსნილი მენიუდან აირჩიეთ სასურველი კერძი - შეამოწმეთ კერძის კალორიები და დაამატეთ კალათში - დაელოდეთ რესტორნის თანხმობას და დააჭირეთ გადახდის ღილაკს აპლიკაციაში შეგიძლიათ მონიშნოთ მირთმეული კერძის რაოდენობა




როგორ გამოვიყენო ვირტუალური მაცივარი?


ვირტუალურ მაცივარში ხვდება ის კერძები ან ინგრედიენტები, რომლებსაც - აკეთებთ Nusagi-ის რეცეპტებით - უკვეთავთ მიტანის სერვისით - ასკანერებთ ბარკოდს ვირტუალური მაცივრის საშუალებით შეგიძლიათ მიუთითოთ თუ რა რაოდენობის პროდუქტი მიირთვით




როგორ წავშალო კერძი ვირტუალური მაცივრიდან?


ვირტუალური მაცივრის გვერდზე აირჩიეთ საკვები, რომლის წაშლაც გსურთ და დააჭირეთ ნაგვის ყუთს




შემიძლია მხოლოდ ის რეცეპტი ვნახო, რისი ინგრედიენტებიც მაქვს?


დიახ, გახსენით რეცეპტები და დააჭირეთ ღილაკს - Show only recipes with ingredients in virtual fridge




როგორ შევიტანო ჩემი წონის ცვლილებები აპლიკაციაში?


დააჭირეთ ღილაკს Weight და შეიყვანეთ წონა, რომელსაც იმ მომენტისთვის იწონით.




რატომ არ შემიძლია კვირაში რამოდენიმეჯერ შევიყვანო ჩემი წონა?


პროგრესის ეტალონად Nusagi-ში აღებული გვაქვს ერთი კვირა, იმისათვის რომ ალგორითმმა სწორად დათვალოს დღიურად საჭირო კალორიების რაოდენობა, საჭიროა მხოლოდ კვირაში ერთხელ შეიყვანოთ თქვენი წონის ცლილებები.