NUSAGI არის FOODTECH პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ჭამოს
საყვარელი საჭმელი სახლში ან რესტორნებში და თან აკონტროლოს წონა (დაიკლოს, მოიმატოს ან
შეინარჩუნოს).

აპლიკაციის ალგორითმი სწავლობს მომხმარებლის მეტაბოლიზმს და ამ ინფორმაციის მიხედვით
ურჩევს დღიურ კალორიების ლიმიტს, შემდეგ კი ამ ლიმიტის შესაბამის საკვებს უახლოეს კაფეებში და
რესტორნებში.
 

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს დაწესებულებები შემდეგი კრიტერიუმებით: ვეგანური,
ვეგეტარიანული, ალკოჰოლი, სიახლოვე, ბიუჯეტი , კონკრეტულ კერძზე შეფასებები.

 

ასევე შეუძლია აირჩიოს NUSAGI-ის რეცეპტები, შეამოწმოს მათი კალორიულობა, გაფილტროს
მომზადების სირთულის და დროის მიხედვით. თუ საჭირო ინგრედიენტები არ აქვს, შეუძლია
შეუკვეთოს NUSAGI-ის პარტნიორი მაღაზიიდან